თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუნდეტებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციაზე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების საკითხზე, სამხედროების სწავლის დონის ამაღლებასა და მათი პროფესიონალიზმის დახვეწის გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ ლექციის მსვლელობისას ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. მოგვიანებით სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ირაკლი ალასანიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუდენტების მაღალი მომზადების დონე აღნიშნა და ახალი მთავრობისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე. ასევე, გაზიარებული უნდა იყოს მათი ინიციატივები ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI