გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩატარდა სასწავლო ტური სამცხე–ჯავახეთში ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის I დონის სტუდენტებისათვის. საგანმანათლებლო პოლიტიკიდან და სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე სასწავლო ტურის შედგენა–დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. სტუდენტებმა შეისწავლეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებისათვის. სტუდენტებმა მოინახულეს XIII- XIV საუკუნეების საფარის მამათა მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, ასევე XIV საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ზარზმის მამათა სამონასტრო კომპლექსი, აგრეთვე მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე მაღალ გორაკზე გაშენებული ქალაქ ახალციხის ძველი ნაწილი, ე.წ. რაბათის ციხე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI