13 ნოემბერს, 4 საათზე, 406 აუდიტორიაში გაიმართა იურისტ სტუდენტთა კლუბის “დიკე” პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, თვითმართველობის წარმომადგენლები და სტუდენტები. იურისტ სტუდენტთა კლუბი “დიკე” ძირითად მიზნად ისახავს სტუდენტთა ინტელექტის, განათლების ხარისხისა და ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის გააქტიურებას. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული კლუბის ფუნქციონირების მექანიზმი და სამომავლო გეგმები. პრეზენტაცია, საინტერესოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.