გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „საშობაო სკოლა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „საშობაო სკოლა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „საშობაო სკოლა“- ში სწავლა 25 ნოემბერს დაიწყო. უნივერიტეტის მეგობარი თბილისის 50-ე და 62-ე საჯარო სკოლებიდან უფროსკლასელები ინტერესის მიხედვით ესწრებიან შემდეგ მოკლე ვადიან ტრენინგ კურსებს:

 

 

  • კრიმინალისტიკა
  • „ჯანსაღი ცხოვრების წესი- ჰოლივუდური ღიმილი“
  • მენეჯმენტი

 

 

ტრენინგ კურსების მიზანია უფროსკლასელებს შეუქმნას საფუძველიანი წარმოდგენა შესაბამის სპეციალობაზე და გაუღრმაოს ინტერესი საგნის სრულყოფილად დასაუფლებლად.

 

ტრენინგებს ატარებენ დარგის ცნობილი პროფესორები.

 

კრიმინალისტიკის კურსის ფარგლებში, მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: შემთხვევის ადგილის ნახაზის აგება, კვალის აღმოჩენა, ფიქსირება, შეფუთვა, პროცესუალურად გაფორმება, ფოტოგრაფირება, ვიდეო გადაღება და ა.შ.

 

„ჯანსაღი ცხოვრების წესი- ჰოლივუდური ღიმილი“- კურსის ფარგლებში მოსწავლეს საშუალება ექნება გაეცნოს და ისწავლოს ჯანსაღი ცხოვრების წესი: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმი, სწორი კვება, მოძრაობითი აქტივობა, პირადი ჰიგიენა, სხეულის გაკაჟება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ცხოვრების პოზიტიური აღქმა. მენეჯმენტის კურსის ფარგლებში, მოსწავლეს საშუალება ექნება გაიგოს უფრო მეტი მართვის ეფექტურად განხორციელების, ლიდერის უნარ-ჩვევების და ბიზნეს ეთიკის შესახებ.

 

ტრენინგების ხანგრძლივობაა 5 დღე, რომლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები, სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საშობაო საღამოზე მიიღებენ სერტიფიკატს.

 

ტრენინგები ტარდება კვირაში ერთხელ და მისი ხანგრძლოვობაა 2 საათი.