კონკურენციის სამართლის კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურენციის სამართლის კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კონკურენციის სამართლის კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა. კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია სასტუმრო \"ჰოლიდეი ინნ\"-ში გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამართლის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტურავამ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ინსტიტუტის დირექტორმა გიგა გაბრიჩიძემ. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: კონკურენციის სამართლის აღსრულების პრობლემატიკა საქართველოში“. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კონკურენციის სამართლის დარგის ცნობილი მკვლევარები და პროფესორები. მრგვალი მაგიდის მუშაობა საქმიან ვითარებაში წარიმართა.