კინოთეატრში “რუსთაველი“ სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი “კენტავრის“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორი მამუკა თავხელიძე და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალმა, ტრადიციულად ოთხ ძირითად ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული: საუკეთესო საავტორო პროექტის, საუკეთესო სპეც-ეფექტების და მონტაჟის, საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში. გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.
ფესტივალი “კენტავრი“, მონაწილე სტუდენტთა ნამუშევრების განხილვით -25 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო.
ნამუშევრებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, პროფესორი- თემურ ფაფერაშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი- მარინა ვეკუა, და შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი- მარინა ხარატიშვილი
ფესტივალის ორგანიზატორია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და წელს ის მეხუთედ გაიმართა.