„ადგილობრივი გაუტკივარება ამბულატორიულ სტომატოლოგიაში“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ადგილობრივი გაუტკივარება ამბულატორიულ სტომატოლოგიაში“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის და მედიცინის სკოლის პროფესორის მარინა შაქარაშვილის ავტორობით გამოსული სახელმძღვანელოს „ადგილობრივი გაუტკივარება ამბულატორიულ სტომატოლოგიაში“ პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

 

პრეზენტაციას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

 

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტომატოლოგიის ფაკულტეტის რეზიდენტების და დამწყები ექიმებისთვის, რომელსაც თან ერთვის DVD ანესთეზიის ჩატარების ტექნიკის ამსახველი ვიდეო მასალით.