გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალ შენობაში პირველი ღონისძიება ჩატარდა.
ადმინისტრაციამ „საშობაო სკოლის“ მსმენელები უნივერსიტეტის ახალი შენობის დასათვალისერებლად „ საშობაო სკოლაში“ სწავლების მესამე კვირას წაიყვანა.
„საშობაო სკოლის“ მსმენელებს ახალ შენობაში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დახვდა უნივერსიტეტის სიმბოლო დათვის თოჯინა, რომელმაც მათ ბროშურები და „საშობაო სკოლის“ გულსაკიდი მედალიონები გადასცა.
„საშობაო სკოლის“ მსმენელებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - ქეთევან აფციაურმა, რექტორის მოადგილემ - გულიკო გალდავამ, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა - პაატა ტურავამ, კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა - გია დეკანოზიშვილმა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - დავით სარიშვილმა.
სიტყვით მიმართვის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, მსმენელებს მიეცათ განმარტება წინასწარ ორგანიზებული თამაშის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის შენობაში დამალული კონვერტის მპოვნელი უნივერსიტეტისგან მიიღებდა საშობაო საჩუქარს.
თბილისის 50- ე საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე და „საშობაო სკოლის“ კრიმინალისტიკის ტრენინგკურსის მსმენელი ნიკოლოზ კურცხალია ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მას მიეცა შესაძლებლობა „საშობაო სკოლის“ ყველა მსმენელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით, 21 დეკემბერს 13:45 წუთზე დაეპატიჟებინა კონოთეატრში „ამირანი“ ახალ ქართულ კომედიაზე „ძიძა“.
ხალისიანი თამაშის შემდეგ, „საშობაო სკოლის“ მსმელელებმა დათვის თოჯინასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.