სტუდენტთა უნივერსტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მოწევა - რისკი ჯანმრთელობისთვის“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა უნივერსტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მოწევა - რისკი ჯანმრთელობისთვის“

2013 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა უნივერსტეტთაშორისი კონფერენცია თემაზე: მოწევა - რისკი ჯანმრთელობისთვის.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათებლო დაწესებულებების სტუდენტებმა.

 

სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს საინტერესო კვლევითი ნაშრომები. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

 

გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით თეზისები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.