გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და “Magna Carta College Oxford“-ს შორის მემორანდუმის გაფორმება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და “Magna Carta College Oxford“-ს შორის მემორანდუმის გაფორმება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ბრიტანული კოლეჯის “Magna Carta Oxford“-ის წარმომადგენელმა ბატონმა ვადიმ ტიტოვმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით გააფორმეს მემორანდუმი.

 

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ბატონმა ვადიმ ტიტოვმა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს გააცნო კოლეჯში სწავლის პირობები და პროგრამები, რომლის დაუფლებასაც ახალგაზრდები შეძლებენ კოლეჯში. ეს პროგრამებია: ბიზნესის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება.

 

პრეზენტაციაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.