ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“

2013 წლის 21 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“ . ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ფილოსოფიის აქტუალური პრობლემების შესახებ.

 

კონფერენციის პროგრამა:

 

შესავალი სიტყვა - პროფ. თენგიზ ირემაძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

 

პროფ. უდო რაინჰოლდ იეკიპროფ. თენგიზ ირემაძე  - იაგორ ჭილაშვილის სამართლის ფილოსოფია

 

პროფ. ჰელმუტ შნაიდერი - სახლი და ადამიანი. სახლის ანთროპოლოგია

 

პროფ. ლალი ზაქარაძე - ვალტერ ბენიამინის ქალაქის სემიოტიკა

 

პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ბიოპოლიტიკა

 

ასოცირებული მკვლევარი გიორგი ხუროშვილი - რუის-ურბნისის „ძეგლისწერის“ ძველაღთქმისეული შესატყვისები

 

ასისტენტ-პროფ. გიორგი თავაძე - სოციალური იდენტობის პრობლემა: თანამედროვე მიდგომები

 

 

კონფერენციის შეჯამება - პროფ. თენგიზ ირემაძე