გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „საშობაო სკოლა“ დასრულდა. თბილისის 50-ე და 62-ე ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შესაბამისი ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათთვის საგანგებოდ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. დაჯილდეობა გაიმართა კლუბში „NIGHT OFFICE“. ღონისძიებას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექცია. „საშობაო სკოლამ“ 90 მსმენელი დააჯილდოვა. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა კონცერტი, „საშობაო სკოლის“ მსმენელებისთვის იმღერეს ლუკა მეტრეველმა და ჯგუფმა „The W“.