გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მეორე დონის სტუდენტებმა მარკეტინგის საფუძვლების დისციპლინის ფარგლებში გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია. პროექტის მიზანი იყო სტუდენტების მიერ არჩეული კონკრეტული სასაქონლო ბაზრის შესწავლა და მომხმარებლის უპირატესობებისა და გემოვნებების გამოვლენა. კვლევის პროცესში მათ გამოიყენეს მონაცემების შეგროვების და ანალიზის აუცილებელი მეთოდები.
ამასთან მიმდინარე წლის 21 იანვარს საერთაშორისო ბიზნესის დისციპლინის ფარგლებში შედგა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მესამე დონის სტუდენტების პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ფირმების ინტერნაციონალიზაციის პროცესი და საგარეო ბაზრების ათვისების გზები.