2012 წლის 6 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, დეპარტამენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს სამეცნიერო/საერთაშორისო და მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას, ტრენინგების და სხვადახვა ღონისძიებების ორგანიზებას. სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მათ სტაჟირება/დასაქმებაზე ორიენტირებული ერთობივი პროექტების ორგანიზება/რეალიზებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მაია სიდამონიძემ ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ტურისტული ინდუსტრიის განვითარება საქართველოში“. შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI