გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე „ეფექტური PR კამპანიის წარმოებისთვის“ სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიება ტრადიციულად დიდუბის საგამოფენო ცენტრ „Expo Georgia“-ში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 100-ზე მეტ მონაწილე უნივერსიტეტს შორის, აღნიშნული ნომინაციით, მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი დაჯილდოვდა.