საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი თათია ქოქუაშვილი 2014 წლის 16 თებერვლიდან 6 კვირით გაემგზავრა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში სტაჟირების გასავლელად.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოგს აისეკი.