ბათუმში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბათუმში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გახსნა.

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ბათუმის კულტურის ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები, დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბათუმის ადგილობრივი მთავრობის წევრები, ბათუმის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი- გიორგი თავამაიშვილი, მისი პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი- ნათია სირაბაძე. ასევე, აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აბიტურიენტები და დირექცია.

 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა, სამართლის სკოლის სადოქტორი პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ტურავამ, კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის კოორდინატორმა ნინო ბერძენიშვილმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტმა მეგი თურუდიშიმ. ბათუმში უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნასა და მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებმა.

 

პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის, აჭარის პოპულარულმა მომღერლება და ჯგუფებმა იმღერეს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში აჭარის რეგიონის აბიტურიენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინინისტრირება (ფინანსების), სამართლისა და საჯარო მმართველობის და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამებზე. ბათუმის წარმომადგენლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე