გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კონკურსის „მედიატორი-2014“ გამარჯვებული გამოავლინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კონკურსის „მედიატორი-2014“ გამარჯვებული გამოავლინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ და იურისტ სტუდენტთა კლუბმა „დიკე“ 7 მარტს უფროსკლასელთა კონკურსის „მედიატორი-2014“ ფინალური ტური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართეს. ფინალურ ტურში გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი სკოლა „ამბიონი“. რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურს დაუფინანსებს.