პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ფარგლებში გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ფარგლებში გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბატონი პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა სასწავლო პროცესის ფარგლებში. კონფერენციაში ყველა სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა. კონფერენციის თემა იყო: „კონფლიქტების მოგვარების ახალი ხედვა, ახალი მიდგომები“.