მემორანდუმი სააპელაციო სასამართლოსთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი სააპელაციო სასამართლოსთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, რექტორმა მამუკა თავხელიძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა.

სასამართლო, მემორანდუმში სხვა დადგენილ პირობებთან ერთად, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებას, ხოლო უნივერსიტეტი მემორანდუმში დადგენილ სხვა პირობებთან ერთად, უზრუნველყოფს საკუთარი აკადემიური პერსონალის მიერ სასამართლოში კვარტალში ერთი საჯარო ლექციის ჩატარებას აქტუალური სამართლებრივი ან ორგანიზაციული კომპეტენციის შესახებ;