გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ პირველკურსელებისთვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაცნობითი ხასითის ექსკურსია მოაწყო. ექსკურსია გაიმართა უნივერსიტეტსა და უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა, გაეცნენ მისი აგების ისტორიას, დაათვარიელეს „მართლმსაჯულების მუზეუმი“ სასამართლო დარბაზები, ასევე ნახეს ისტორიული დარბაზი, სადაც გაასამართლეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებული გიგლია ბერბიჭაშვილი და „I დარბაზი“, სადაც გაიმართა გახმაურებული პრეცესები, მათ შორის „თვითმფრინავის გამტაცებლების“და „მხედრიონელთა“ საქმეები.