იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუდენტებს შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუდენტებს შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ჟურნალსტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის, მოდელირებული პრესკონფერენციის დისციპლინის ფარგლებში. შეხვედრას ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, ბიზნესის, სამართლის და საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები ესწრებოდნენ. მოდელირებულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს ხედვაზე და მიდგომებზე სახელმწიფოში სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და სტუდენტების მრავალფეროვან შეკითხვებს უპასუხა.

 

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა ჩანაწერების წიგნში ავტოგრაფი დატოვა.