საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტიკის სპეციალობის, სამართლის სკოლის, ბიზნესისა და მართვის სკოლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.
თემა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, ეხებოდა სამინიტროში მიმდინარე რეფორმებს, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და სამინისტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.