დასაქმების ფორუმი 2014

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმების ფორუმი 2014

დასაქმების სააგენტომ “ეიჩ არი” (HR) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მონაწილეობით, 2014 წლის 4 აპრილს შერატონ მეტეხი პალასში ჩაატარა ”დასაქმების ფორუმი 2014”.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის, სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების მე-3/მე-4 დონის სტუდენტებსა და მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაემყარებინათ პირდაპირი კონტაქტი და შეეთავაზებინათ საკუთარი შესაძლებლობები სასურველი კარიერის შესაქმნელად.

 

ფორუმში მონაწილე 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი სასურველი კანდიდატურის შესარჩევად პირისპირ გაესაუბრა ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტ- აპლიკანტებს.