„TEEN აკადემიის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„TEEN აკადემიის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოზარდთა უნივერსიტეტში „TEEN აკადემია“ საგაზაფხულო სესია მსმენელებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, ორ კვირიანი ინტენსიური ტრენინგკურსების მოსმენის შედეგად 30 მსმენელიდან 17 უფროსკლასელს გადაეცა შესაბამისი ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გრიგოლ რობაქიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და პროექტში მონაწილე უფროსკლასელებთან ერთად ,პროექტში ჩართული სკოლების დირექცია ესწრებოდა.

 

„TEEN აკადემიაში“ სწავლა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით: სამართალი-თანამედროვე კრიმინალისტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და მენეჯმენტი. პროექტში მონაწილეობდა თბილისის ოთხი სკოლა: პირველი კლასიკური გიმნაზია, კერძო სკოლა-ლიცეუმი აიბი-მთიები, 64-ე საჯარო და 52-ე საჯარო სკოლები.