უნივერსიტეტსა და „პრივატბანკს“ არსებული მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 დონის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგ-კურსი „კლიენტთა მომსახურებისა და გაყიდვების ტექნოლოგიები.“
მემორანდუმის ფარგლებში, ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებმა გაიარეს ორ კვირიანი სტაჟირება „პრივატ ბანკის“ სერვის ცენტრებში. სასიხარულოა, რომ აღნიშნული სტაჟირების გავლის შემდეგ უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის (ფინანსები) სამი სტუდენტი დასაქმდა პრივატ ბანკში შემდეგ პოზიციებზე :
გიორგი მეგრელიშვილი - განვადების მენეჯერი (ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) მე-4 დონე)
გიორგი ფიცხელაური - განვადების მენეჯერი (ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) მე-4 დონე)
მეგი თურუდიში - განვადების მენეჯერი (ქართულ- უნგრული პროგრამა, მე-4 დონე)