საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი თათია ქოქუაშვილი, რომელმაც 2014 წლის 16 თებერვლიდან 6 კვირის განმავლობაში სტაჟირება გაიარეს ბრნოს (ჩეხეთი) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში. სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.
თათია ქოქუაშვილის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვება უზრუნველყო აისეკმა.
თათია ქოქუაშვილის შთაბეჭდილებები
AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ახალგაზრდებს დაეხმაროს, აღმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი, ამას კი იგი წარმატებით ახორციელებს, ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რადგან მე გამოვიარე დაუვიწყარი 6 კვირა ჩეხეთში, და დავბრუნდი გამოცდილებით და შთაბეჭდილებით სავსე, ეს პროგრამა საუკეთესო გზაა ისწავლო განსხვავებული კულტურის და ტრადიციების მქონე ხალხთან ურთიერთობა, როგორ მართო სხვადასხვა ასაკის თუ ინტერესების აუდიტორია, როგორ დაგეგმო შენს ხელს არსებული დროითი თუ მატერიალური რესურსები, როგორ მიიღო გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, და რაც მთავარია შეიძინო ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ისწავლო გუნდური მუშაობა.
თათია ქოქუაშვილი