ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები და პროფესორები 11-13 აპრილს დაესწრნენ მე-16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-3 საერთაშორისო გამოფენას.

 

\"ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილონში განთავსებულ 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც კულტურულ, ისტორიულ და ღვინის ტურებს, ასევე ექსტრემალურ და სათავგადასავლო პროგრამებს ახორციელებენ. ადგილობრივ კომპანიებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ უცხოური კომპანიები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.