გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში „ალმა-მატერის ლიტერატურული სალონის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცეს საშუალება მოახდინონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების და რესურსების რეალიზება, ცოდნის არეალის გაფართოვება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ყოველკვირეული შეხვედრები, რაც გულისხმობს ცნობილი და უახლესი მწერლების ნაწარმოებების განხილვას ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად. პრეზენტაციას ეწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და რექტორი - მამუკა თვახელიძე