Baden-Wuerttemberg Cooperative State University Heidenheim იწვევს სტუდენტებს 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.
გაცვლითი პროგრამა მოიცავს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლებას, ხოლო მიღებული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
მონაწილეობის წინაპირობები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე International@gruni.edu.ge და მიუთითოთ:
- სახელი და გვარი;
- მიმდინარე სემესტრი;
- პროგრამის დასახელება;
- საკონტაქტო ნომერი

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა