გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო კურსის, (ხელმძღვანელი სულხან მელაძე) “მოდელირებული პრესკონფერენცია“, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან. მოდელირებულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის, ისე საჯარო მმართველობის და პოლიტიკის, სამართლის და მედიცინის სკოლის სტუდენტებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. განსახილველი თემა იყო: „აფხაზეთი გუშინ, დღეს და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI