გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მონაწილეობითგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში“ . მრგვალი მაგიდა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორ მამუკა თავხელიძემ.
მრგვალ მაგიდას უძღვებოდა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე სპეციალურად მოწვეული ცნობილი ექსპერტები და პროფესორები.