გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ავტორი შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ავტორი შეხვდა

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ავტორი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი სოფო კილაძე და მედიცინის დოქტორი, ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე უნივერსიტეტს სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ კანონის“ გაცნობა. ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტი და ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.