გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს დანიის კონსული ესბენ ემბორგი და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი იან ჰუისმანი ესტუმრნენ. შეხვედრაზე პროექტ „გაიცანი და გააცანი DCFTA”-ს პრეზენტაცია შედგა. სემინარის მიზანი იყო ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ჩატარდა.
სემინარი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მასში მონაწილეობა ყველა სკოლის სტუდენტმა მიიღო. შეხვედრას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI