სტუდენტების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ეწვივნენ. სააპალაციო სასამართლოში სტუდენტებისათვის ჩატარადა ლექცია/პრეზენტაცია. თემა: სასამართლო სისტემა, სასამართლოს ტიპები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა. ლექციის ფარგლებშივე სტუდენტები შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მრჩეველს კახა კობერიძეს, რომელმაც სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გააცნო. სტუდენებს შეხვდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე შორენა ყაველაშვილი, რომლის პრეზენტაციის თემატიკა სტუდენტებისთვის მოსამართლის საქმიანობას შეეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. ვიზიტის ბოლოს სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.