1 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტ-მარათონზე შემოსული თანხა გალიდან იძულებით გადაადგილებულ პირს 3 წლის ანი მესხიას გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მიიღო. უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა გიორგი თავხელიძემ კონცერტში მონაწილე ბავშვებთან ერთად მუსიკალური ნომერი შესთავაზა მაყურებელს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით კონცერტს სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრნენ.