გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა პრესკონფერენცია ცნობილ დიპლომატ - ზურაბ აბაშიძესთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ყველა სკოლის წარმომადგენლები. სასაუბრო თემა იყო: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ“.
პრესკონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა; სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას დიპლომატიური პასუხი გაეცა.