ცნობილი გახდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზაბული და დაფინანსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის გამარჯვებული გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ხუთი სტუდენტი, რომლებიც საჯარო მმართველობისა და პილიტიკის სკოლაში საუკეთესო რეიტინგით გამოიკვეთნენ.
- კირაკოსიანი ქრისტინე
- ნარიმანიშვილი გიორგი
- წიკლაური სოფო
- ცირეკიძე სალომე
- ხალილოვი მოჰამედ ალი
პროექტი ხორციელდება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ფარგლებში. მონაწილეობენ ვიზიტის ორგანიზატორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის 5 საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი (უნივერსიტეტის დაფინანსებით) და უნივერსიტეტის ორგანიზებულ მოსწავლეთა მედიაციის კონკურსში გამარჯვებული 2 მოსწავლე (აბიტურიენტი). ასევე ამავე სკოლის 5 სტუდენტი, რომელიც თვითდაფინანსებით გაემგზავრება გერმანიაში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები 20 ივლისადან 27 ივლისამდე მიემგზავრებიან ბერლინსა და ბრანდერნურგში. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება: გაეცნონ ბერლინის, როგორც გერმანიის დედაქალაქის საჯარო მმართველობის სისტემას, პოტსდამის თვითმმართელობის ორგანოებსა და საჯარო ადმინისტრაციის სტრუქტურას, უშუალოდ დაათვალიერონ გერმანიის პარლამენტი (ბუნდესთაგი), შეხვდნენ და გაესაუბრონ იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, დაათვალიერონ ბერლინისა და პოტსდამის ქალაქის მერია, ბრანდენბურგის ლანდის საჯარო მმართველობის ორგანოები, დაესწრონ საჯარო ლექციას პოტსდამის უნივერსიტეტში. ამ ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე ეწვევიან საქართველოს საელჩოს გერმანიაში, დაათვალიერებენ ბერლინის ისტორიულ-კულტურულ ნაგებობებს, რომელიც მათთვის პოლიტიკური და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე იქნება საინტერესო. ვიზიტს უხელმძღვანელებს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ქალბატონი ანა