სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2013 წლის 9 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს (95 მონაწილე) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“, ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტებმა. 66 მოხსენება წარმოდგენილი იყო შემდეგ სასწავლო სექციებში: იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, ამერიკის სწავლებანი), სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია), ჰუმანიტარული მეცნიერებები.

 

სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტების კოორდინატორმა კატარჟინა ჰადასმადა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლებმა.

 

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია.

 

ნომინაციები იხილეთ აქ

თეზისები იხილეთ აქ