გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი უკვე ევროპაშია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი უკვე ევროპაშია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი პროექტის „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“ განხორციელების მიზნით საქართველოდან სტარტი 2014 წლის 8 ივნისს აიღო. პაატა ნაცვლიშვილი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის განვითარების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის პროფესორი 10 ივნისს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეკატერინე სირაძე-დელონეს შევხვდა. პროექტის ავტორთან საუბრის დროს ქალბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ამ მოგზაურობის დიდ მნიშვნელობას და აქტუალობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოახლოებული ხელმოწერის კონტექსტში.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საელჩოს თანამშრომლები და დღეს პარიზში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე, რომელიც პაატა ნაცვლიშვილთან ერთად გაივლის მოგზაურობის გარკვეულ ეტაპს (პირველი ეტაპ) პარიზიდან რომამდე.