„პროგრესული კომუნიკაციების ასოციაციის“ შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„პროგრესული კომუნიკაციების ასოციაციის“ შეხვედრა სტუდენტებთან

სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული კომუნიკაციების ასოციაცია“-სთან. შეხვედრაზე გაიმართა ასოციაციის პროექტის სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა“ პრეზენტაცია. პროექტის ძირითადი მიზანია განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდული და სტუდენტური საკითხების გაშუქება და ამავდროულად, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სპეციალურად შექმნილი ვებ გვერდის საშუალებით.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.