2014 წლის 10 ივნისს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტების პრეზენტაცია, რომელიც უკვე მესამე წელია რაც ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. პრეზენტაცია ჩაატარეს აღნიშნული პროექტების კოორდინატორმა, ტრანსატლანტიკური მობილობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კატარჟინა ჰადასმა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლებმა: იერუნ ვან დენ ბოშმა, რაფაელ დიმჩიკმა.
მონაწილეებმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამა და ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
სტიპენდიის შესაძლებლობები EMINENCE 1 და EMINENCE 2 პროექტებში მონაწილეთათვის;
EMINENCE პროექტში მონაწილე სტუდენტების გამოცდილება და სარგებელი უცხოეთში მიღებული ცოდნისაგან;
საერთაშორისო ინტერდისციპლინარული სწავლება ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებში –ინგლისური ენის შესწავლა - ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის შეთავაზება ევროკავშირის სივრცეში მომავალი კარიერული წინსვლისთვის.