მრგვალი მაგიდა თემაზე „საუბრები თამბაქოს შესახებ“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მრგვალი მაგიდა თემაზე „საუბრები თამბაქოს შესახებ“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია-დისკუსია თემაზე „საუბრები თამბაქოს შესახებ“ გამართეს. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა ესწრებოდნენ, როგორ აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფო ალავიძემ და ნუკი მაღლაკელიძემ.