ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბარსელონაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბარსელონაში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე 2014 წლის 16-20 ივნისს ესწრებოდნენ მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე „ტურიზმი და გასტრონომიული მემკვიდრეობა“. კონფერენცია, რომელიც ბარსელონაში (ესპანეთი) გაიმართა ორგანიზებული იყო იუნესკოს კათედრის „კულტურა, ტურიზმი და განვითარება“, მისი UNITWIN ქსელის, IREST - პარიზის უნივერსიტეტის „1 პანთეონ სორბონა“ და ბარსელონას უნივერსიტეტის მიერ, კატალონიის მთავრობის, ბარსელონას ტურიზმის საბჭოსა და ევროკომისიის ორგანიზებით და დახმარებით. კონფერენციის მხარდამჭერნი იყვნენ ასევე იუნესკო და სხვა ესპანური ორგანიზაციები.

 

ჩვენი ლექტორები კონფერენციაზე წარსდგნენ მოხსენებით: „Gastronomy Heritage as an Opportunity for Georgian Tourism Industry“ („გასტრონომიული მემკვიდრეობა, როგორც შესაძლებლობა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის“). აღნიშნულმა მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.