გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სამინისტრტოს მხრიდან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს „ინტელექტუალური რესურსის განვითარების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვას იურიდიული განათლების სფეროში, სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელებას.“