2014 წლის მარტს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტების შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა გამარჯვა და მოიპოვა 100 %-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები 2014 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალმოს უნივერსიეტი (შვედეთი), როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი).
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:
- ლუკა ხაჩიძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ანა ფაცაცია - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ნათია გამყრელიძე - სოციოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- სალომე წულაძე - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
- გიორგი ხუროშვილი - ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტებში გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის მიერ შეთავაზებულმა 21 აპლიკანტმა მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.