საკურსო გადაცემების ჩვენება-განხილვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საკურსო გადაცემების ჩვენება-განხილვა

7 ივლისს გაიმართა ტელე-რადიო რეპორტიორების სტუდენტების ნამუშევრების ჩვენება-განხილვა. წარმოდგენილი იყო 1 ოპერატორული ეტიუდი სახელწოდებით „ძველი თბილისი“ და 2 სატელევიზიო გადაცემა „ ერთი შუ, ერთი წიგნი“, (გადაცემა ასახავს ლიტერატურულ კაფეებში არსებულ სიტუაციას) და „ კაი ხალხი presents” (გადაცემაში ნაჩვენებია ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ღამის გასარტთობ ბარებთან) ჩვენებას დაესწრო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ასევე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები.