16 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და კულტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.
ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.