გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა ფირანაშვილმა და მაია მელაძემ 5-6 ივლისს მონაწილეობა მიიღეს V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“, რომელიც ჩატარდა ბათუმი-ხიხანის ხეობაში. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
კონფერენციაზე მაკა ფირანაშვილმა წარმოადგინა სტატია “ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება მსოფლიოში და მისი პერსპექტივები საქართველოში“, მაია მელაძემ - “ახალგაზრდული ტურიზმის, როგორც ბაზრის განსაკუთრებული სეგმენტის კვლევა“. სტატიები დაიბეჭდა საერთაშორისო კონფერენციის კრებულში.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო გასვლითი ღონისძიება. კონფერენციის მონაწილეებმა მოინახულეს მთიანი აჭარა, ხულოს რაიონი, რომელიც საინტერესოა ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების თვალსაზრისით, დაათვალიერეს სხალთის მონასტერი და ხიხანის ციხე.