ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერისტეტთან (შვეიცარია) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 13 ივლისიდან ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინსიტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი დავით სარიშვილი იმყოფებოდა ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსტეტში ერთი კვირით სტრატეგიული მენეჯმენტის ინტენსიური კურსის გასავლელად. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი. სრული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს მიენიჭება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.
დავით სარიშვილის შტაბეჭდილებები:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში არსებული გაცვლითი და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მომეცა საშუალება მესწავლა სამაგისტრო აკადემიურ პროგრამაზე, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ასევე, პარალელურად, შვეიცარიაში (ჟენევაში) ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერისტეტში (UBIS). გამოცდილებამ და ცოდნამ, რომელიც შევიძინე მშობლიურ უნივერსიტეტში, გამიადვილა უცხოეთში სწავლის პროცესი. შესაბამისად, ყოველ მხრივ მომზადებული ჩავედი ჟენევაში, და როგორც აღნიშნავენ UBIS წარმომადგენლები, გამორჩეულად წარვადგინე ჩვენი უნივერსიტეტი. სწავლის ასეთი მეთოდები და მაღალი ხარისხი, რომელსაც ვეუფლები, საშუალებას მაძლევს გავხდე გამორჩეული პროფესიონალი, გავზარდო კომუნიკაციის არეალი და მოთხოვნილება ჩემს დასაქმებაზე წამყვან ქართულ და ევროპულ ორგანიზაციებში.
ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერისტეტის წარმომადგენლის შთაბეჭდილება სტუდენტზე:
სასიამოვნო იყო დავითთან შეხვედრა, რომელმაც გაიარა სტრატეგიული მენჯმენტის კურსი ჟენევაში, ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტში. მისი მასწავლებლები და ადმინისტრაცია აღფრთოვანებულია განსაკუთრებული ქცევისა და მუშაობის ეთიკის უნარის მქონე სტუდენტთან ურთიერთობით.
რუან კოაზი